вторник, 11 ноября 2008 г.

ნათელი ბნელში

1. პროექტის სახელი: ,,ნათელი ბნელში"
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მოიცავს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა და არასრულწლოვანთა
სამართლებრივი აღზრდა-განათლების საკითხებს.
3. პროექტის სრული აღწერა: განათლების რეფორმა მიზნად ისახავს მოსწავლეთა პოზიტიური განათლებისთვის
ხელშემწყობი პირობების შექმნას.ამიტომ სკოლის შინაგანაწესი მოსწავლეთა ქცევის კოდექსი უნდა
მოიცავდეს საკითხებს, სადაც დაწვრილებითაა განხილული კონკრეტული დისციპლინარული სახდელები
ქცევიდან გადახვევის შემთხვევაში. მაგრამ მოზარდი ზოგჯერ ვერ აცნობიერებს საკუთარ შეცდომებს.
სასკოლო დისციპლინის დარღვევის კონკრეტული შემთხვევებისას დაწესებული სახდელები (შენიშვნა,
გაფრთხილება, საყვედური და ა.შ) მასში უარყოფით ემოციებს, პროტესტს იწვევს, რამაც შეიძლება
გაამწვავოს სიტუაცია. ამის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია მოსწავლეები უკეთ ერკვეოდნენ
საკუთარ უფლება-მოვალეობებში, სამართლებრივ ცნებებში, რათა განუვითარდეთ (ჩამოუყალიბდეთ)
თვითდისციპლინისა და სხვათა პატივისცემის გრძნობა.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-18 წელი/VII-XII კლასები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები (განსაკუთრებით სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელი
მოსწავლეები) აქტიურად ჩაერთვებიან პროექტში. შეიქმნება ჯგუფი (10 მოსწავლე+2 პედაგოგი +იურისტი),
რომელიც დაამუშავებს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს. ჩატარდება ტრენინგები, სადაც განიხილავენ
სამართლებრივ საკითხებს, ისაუბრებენ ბავშვთა უფლებებზე, დანაშაულზე, სკოლაში ბავშვტა
უფლება-მოვალეობებზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უკეთ გაერკვევიან საკუთარ
უფლება-მოვალეობებში, განუვითარდებათ შეფასების კრიტერიუმები, ზოგადი უნარ-ჩვევები, სიტუაციების
გაანალიზების, მიღებული ინფორმაციების გაცნობიერების,თვითდამკვიდრებისა და ურთიერთპატივისცემის
ჩვევები. ისწავლიან მოსწავლეთა ქცევის კოდექსს,საკუთარი აზრის, შეხედულებების
გადმოცემას,არგუმენტირებას,ინფორმაციების მოძიება-გადამუშავებას ისტ ტექნოლოგიების დახმარებით.
შეიქმნება ბლოგი,ვიდეოკოლაჟი, მოეწყობა გამოფენა
8. სარგებელი სხვებისთვის: უკეთ გარკვევიან საკუთარ უფლება-მოვალეობებში, შესწავლიან თანამედროვე
ეპოქასა და ქვეყნებში არსებულ კოდექსებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ისტორიულ წყაროებს,
გაეცნობიან ხელოვნების ნიმუშებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა - ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟთა გასამართლება.
ისტორია - სხვადასხვა ეპოქაში არსებული სამართლებრივი ნორმების გაცნობა, რომლებიც შეეხებოდა
დანაშაულსა და სასჯელებს, შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს(ძველი საბერძნეთი, რომი,
ევროპის ქვეყნები, რუსეთი, საქართველო)
სამოქალაქო განათლება - სამართლებრივი უნარ-ჩვევების გამომუშავება
ხელოვნება - დანაშაულის, სასჯელის თემატიკაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გაცნობა-განხილვა,
გამოფენების მოწყობა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უყალიბდებათ საკუთარი კომუნიკაციური ქცევების ადექვატურად
შეფასება, ეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ
გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატების და საკუთარი აზრის გამოთქმისას.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა ბურდული, მეგი ბიბილაშვილი, სიდონია ჟიჟილაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mburduli@gmail.com, megibibilashvili@gmail.com,
sidoniazhizhilashvili@gmail.
14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx/.1ea6f618
15. პროექტის ვეგ-გვერდი/ბლოგი: www.natelibnelshi.blogspot.com